05:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 14:53:52, 865 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინელი სამხედროები მოინახულა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურს ეწვია და დაშავებულ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალ-მაიორი სამხედროებს გაესაუბრა და მათი რეაბილიტაციის პროცესს უშუალოდ გაეცნო.

„ყოველთვის გვიხარია, როდესაც ჩვენი თანამოძმე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოდიან. ჩვენ ვუწევთ მათ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უნდა იგრძნონ ის მხარდაჭერა, განსხვავებული ატმოსფერო, განსხვავებული დამოკიდებულება, რომელიც მართლაც გაგვაჩნია მათ მიმართ. ქართველი და უკრაინელი დაშავებული სამხედროები ახლა ერთად იმყოფებიან ამ მართლაც მშვენიერ ადგილას და მუდმივად არიან ჩვენი ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამავე დროს, მათ აქვთ ექსკურსიები, კულტურული პროგრამა, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ თავი იგრძნონ საკუთარ სახლში და ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს ჯანმრთელები და ბრძოლისუნარიანები დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ცნობისთვის, წეროვნის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში 11 უკრაინელი და 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. უკრაინელი სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან.

სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთნები და ექიმი მუშაობენ. რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცთათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც. სარეაბილიტაციო კურსი 14 აპრილს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics