|
2016-04-18 14:27:03, 528 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 20 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ. სამინისტრომ დიდ დიღომში ახალაშენებულ კორპუსში, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „გიორგი ბრწყინვალე“-სგან კონკურსის საფუძველზე 20 ბინა შეიძინა. დიდი დიღმის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი ფართების უმეტესობა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა, ბინების ნაწილი კი ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ. 20 ბინიდან 6-ერთოთახიანია, 10-ოროთახიანი, და 4-სამოთახიანი. ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები როგორც აფხაზეთიდან, ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა მიიღეს. ცნობისთვის, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა. აქედან 231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ, დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)