|
2016-04-16 21:36:22, 414 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და მოდლოვაში არსებული ვითარება და ორივე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება ის მთავარი საკითხები იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და მოლდოვას ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გალბურმა ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიების ერთნაირი პრობლემა აქვს და ამ მხრივ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია უალტერნატივო გზაა. საუბარი შეეხო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხსაც. თინათინ ხიდაშელმა დიპლომატს მოლდოველი სამხედროებისთვის საქართველოს საწვრთნელი ცენტრებითა და სკოლებით სარგებლობა შესთავაზა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა. გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, ღიად და გულახდილად გვესაუბრა ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ორივე ქვეყანის ტერიტორიაზე სეპარატიზმის პრობლემა არსებობს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ პოლიტიკური დიალოგისა და არსებული ფორმატების გამოყენებისკენ. ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის. ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე საწვრთნელი ცენტრი დაარსდა, რომელთა მიზანია სამხედრო მოსამსახურეები უკეთ მოამზადოს თანამედროვე გამოწვევებთან საბრძოლველად. ეს თანამშრომლობის სწორედ ის ხაზია, რომელიც ორივე მხარეს გვაინტერესებს. ჩვენ ვართ ნატოს პარტნიორები და გვაქვს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმები და ასევე, ხელი მიგვიწვდება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებსა და ურთიერთთავსებადობის პლატფორმაზე. ორივე ქვეყანა ბევრი მიმართულებით მუშაობს, რათა მოხდეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის თავდაცვის სფეროში,“ - აღნიშნა ანდრეი გალბურმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ორმხრივი შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შედგა. ანდრეი გალბური საქართველოს მაისის ბოლოს ეწვევა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)