|
2016-04-16 17:02:13, 698 ნახვა
საზოგადოება
"აუდიტორია 115"-ის ინფორმაციით, სტუდენტების მიერ არჩეულ წარმომადგენელს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შეხვდება
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, „აუდიტორია 115“-ის წევრებს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოეხმაურნენ. როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მათ მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე დაეკონტაქტათ. „მთავრობის წარმომადგენელი მზად არის ჩვენი მხრიდან არჩეულ ერთ წარმომადგენელს შეხვდეს. ისინი კომუნიკაციაზე გამოვიდნენ. შეხვედრაზე სავარაუდოდ, ისაუბრებენ, როდის იქნება შესაძლებელი პრემიერთან შეხვედრა, თუმცა შეიძლება შეხვედრა არც შედგეს. ვიმედოვნებთ, რომ პრემიერი პირადად გამოვა ჩვენთან კონტაქტზე“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ. ცნობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი განათლების სისტემის რეფორმას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)