|
2016-04-15 15:08:51, 563 ნახვა
საზოგადოება
გელოვანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
საბურთალოს რაიონში, ვეძისის დასახლებაში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კეთილმოეწყო მირზა გელოვანის ქუჩა. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილეების უშუალო ზედამხედველობით მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, გელოვანის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო სასმელი წყლის მილები, რომელიც კომპანია „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა შეაკეთეს. ობიექტზე მოეწყო ბორდიურები და მოასფალტდა ტროტუარები, ასევე მოხდა მიწისქვეშა ჭების ამოწევა საგზაო ნიშნულამდე. „გელოვანის ქუჩაზე ბევრი პრობლემა იყო, უპირველეს ყოვლისა, დაზიანებული იყო საკანალიზაციო ჭები და სასმელი წყლის მილები. კომპანია „ჯივიპისთან“ ერთად ავარიული ადგილები შეკეთდა, რის შემდეგაც აქ ორფენოვანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადილემ ლუკა კანკავამ. საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები გრძელდება. ვეძისის დასახლებაში ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს მგალობლიშვილის ქუჩაზეც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)