|
2016-04-15 13:49:17, 405 ნახვა
პოლიტიკა
ჩიორა თაქთაქიშვილი: დღევანდელი მთავრობის მოქმედებებზეც და უმოქმედობაზეც პასუხისმგებელი "რესპუბლიკური პარტიაა"
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მომსენით განიხილავენ. აღნიშნული კანონპროქეტის განხილვა პარლამენტმა 13 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაიწყო. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნორმიდან, რომელიც აწესრიგებს პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ცალკე მუხლად გამოიყოფა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნული ქმედებისთვის განისაზღვრება შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებები და სასჯელი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი საკუთარ გამოსვლაში მოსმენებთან დაკავშირებით, "რესპუბლიკური პარტიის" წევრ თამარ კორძაიას გამოეხმაურა და სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მისი განცხადება გაიზიარა, თუმცა სხვა მხრივ, პარტია მწვავედ გააკრიტიკა: "მოსმენებთან დაკავშირებით თამარ კორძაიას მინდა გამოვეხმაურო.ვეთანხმები მას მომავალში სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, მაგრამ "რესპუბლიკურ პარტიას" არ უნდა დაავიწყდეს, რომ ისინი არიან თანამონაწილეები პირადი ცხოვრებით ადამიანების დაშანტაჟების, ადამიანების ტერორის და მორალური მკვლელობის, რომლის მომსწრე ჩვენ საქართველოში გავხდით ბოლო რამდენიმე კვირის, თვეების განმავლობაში. ეს პრაქტიკა არასოდეს არ ყოფილა ასეთი მასიური და არასოდეს არ ყოფილა ამორალურობით აღსავსე, როგორც ეს ვიხილეთ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში.ნუ დაგავწიყდებათ, რომ თქვენ ხმა მიეცით ვახტანგ გომელაურის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მონის, დანიშვნას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად. ის უწყებაა, რომელიც იყენებს ადამიანის პირად ცხოვრებას და კადრულობს ჯერ გამოაქვეყნოს ასეთი მასალა, შემდოგმში არ გამოიძიოს და ასეთი დამოკიდებულებით წაახალისოს მომავალში ადამიანების დაშანტაჟება. სწორედ "რესპუბლიკური პარტია" არის პასუხისმგებელი დღევანდელი მთავრობის მოქმედებებზეც და უმოქმედობაზეც, რამდენადაც ისინი არიან დღეს საქართველოს მთავრობის წევრები, მიუხედავად იმ ამორალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკსა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დღეს საქართველოში ახორციელება",-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)