|
2016-04-15 12:29:18, 362 ნახვა
პოლიტიკა
მორიგი დაპირისპირება პარლამენტში, კობახიძე ბარამიძეს - "იქნებ დამამშვიდებელი მიიღოთ"
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძე შორის მორი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამჯერადაც, მწვავე კამათის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლის საკითხი გახდა. დეპუტატი გიორგი ბარამიძე დაინტერესედა, რა მიზეზის გამო ვერ მიდის ვახტანგ გომელაური პარლამენტში, რომ ანგარიში წარადგინოს. მანანა კობახიძემ დეპუტატებს კიდევ ერთხელ განუმარტა ის მიზეზები, რის გამოც სუს-ის ხელმძღვანელი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომას ვერ ახერხებს. კობახიძის თქმით, პარლამენტის მუშაობისა და ვახტანგ გომელაურის მუშაობის გრაფიკი ერთმანეთს ვერ ემთხვევა, თუმცა მისივე განმარტებით, ვახტანგ გომელაური უწყების საქმიანობის ანგარიშს პარლამენტს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წარუდგენს: "ანგარიში შეიძლება იყოს წარმოდგენილი მისი მოადგილის მხრიდან, თუმცა ვინაიდან ბატონ ვახტანგს, როგორც სამსახურის უფროსს, ჰქონდა სურვილი, რომ პირადად წარმოადგინოს ანგარიში, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად შეძლოს ჩამოსვლა. ბუნებრივია, დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს, შესაძლებელია ვერ მოხერხდა ამ კვირაში ჩამოსვლა სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე. ჩვენ მოვისმენთ ამ ანგარიშსს, იყო კომუნიკაცია მასთან და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში მოვისმენთ ამ ანგარიშსს. დღეს რომ ვერ მოხერხდებოდა, ეს ოთხშაბათსაც იყო გაცხადებული და არ ველოდოთ დღეს მის აქ ჩამოსვლას",-განაცხადა კობახიძემ. მანვე უმცირესობის დეპუტატებს შეახსენა, რომ ვახტანგ გომელაური ერთხელ უკვე იყო პარლამენტში მისული, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო, მისი მოსმენა ვერ შედგა: " ჩამობრძანდა თავის დროზე, თუმცა იმის გამო, რომ გარკვეულმა კოლეგებმა თქვენივე გუნდიდან რეგისტრაციაზე უარი თქვა, მოსმენა ვერ შედგა. "არაერთხცელ სწორედ თქვენი გამოისობით პარლამენტის კვორუმი ვერ სედგა. ეს არის თქვენი სტილი, სამწუხაროდ. ყოველ ბიუროზე ამ საკითხს ვერ მივუბრუნდებით",-აღნიშნა კობახიძემ. ამ განცხადებამ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. გიორგი ბარამიძის თქმით, კვორუმის არ ქონა, უმცირესობის ბრალი არაა და მანანა კობახიძის ეს არგუმენტი მათთვის მიუღებელია: "მერამდენედ უნდა მოვისმინოთ ეს არგუმენტი? ფაქტებს ნუ ამახინჯებთ. თქვენი უნიათობა და საქმის არ კეთებისს სურვილი არ შეიძლება უმცირესობას დააბრალოთ",-განაცხად გიორგი ბარამიძემ. "თქვენ იქნებ დამამშვიდებელი მიიღოთ",-მიმართა მას კობახიძემ. "დამაშვიდებელს მიიღებთ თქვენ შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს",-უპასუხა გიორგი ბარამიძემ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)