21:27 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 17:19:33, 499 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ შეხვედრას გიორგი კვირიკაშვილი 15 აპრილს, 20:30 საათზე, საერთო-ეროვნული მაუწყებლების პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანებთან გამართავს.

პრემიერი, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრებს, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ამასთან, პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, ეტაპობრივად, შეხვდება რეგიონული მედიის, ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics