|
2016-04-14 17:02:35, 703 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირების მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა
დედაენის დღის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირების მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა ტესტირების საუკეთესო შედეგის მქონე 10 მონაწილე დააჯილდოვა. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული ტესტის ავტორი ენათმეცნიერი ნინო შარაშენიძეა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით ორი ტიპის ტესტი შეიქმნა: პირველი ადგენს მშობლიური ენის ცოდნის დონეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომუშავე ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის, ხოლო მეორე აფასებს ქართული ენის, როგორც უცხო ენის, ცოდნას ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით და ცოდნის A, B და C დონეებს განსაზღვრავს. სამინისტროს ცნობით, პირველი საცდელი ტესტირება 11 აპრილს გაიმართა. ტესტირება იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმაც - ალექსანდრე ბარამიძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ - გაიარეს, რითაც იუსტიციელებს მაგალითი მისცეს სახელმწიფო ენის დაცვის საქმეში. პირველ ეტაპზე ქართულ ენაში ტესტირება იუსტიციის სამინისტროს 26-მა თანამშრომელმა და 40-მა დაინტერესებულმა პირმა გაიარა. ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედ მოქალაქეობის საკითხთა განმხილველ კომისიას და ქართული ენის სწავლებაში ჩართულ პირებს ხელს შეუწყობს, განსაზღვრონ მოქალაქეობის მოპოვებისა და სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ცოდნის დონე, დაგეგმონ მათთვის ქართული ენის შესწავლის პროცესი და მათ ენის სრულყოფილად ათვისებაში დაეხმარონ. დაჯილდოების პარალელურად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ანბანისა და ქართული შრიფტის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენაც მოეწყო.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)