|
2016-04-14 14:01:40, 744 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე მალე რეგულაციები ამოქმედდება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ რეგულირება უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, მუშაობს თუ არა მისი უწყება ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციტივაზე, გამკაცრდეს თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადილებში. სერგეენკოს თქმით, სამინისტრომ ნაწილობრივ დაასრულა პროექტზე მუშაობა, ტექნიკური საკითხებია დასაზუსტებელი და მალე რეგულაციები ამოქმედდება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობდა, თუ არ ვცდები 2010 წლიდან. არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და ა.შ. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება 2 ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგულირება უკვე ამოქმედდება“,- განაცხადა დავით სერგეენკო.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)