|
2016-04-14 13:29:41, 682 ნახვა
საზოგადოება
ჩამოშლილი კლდის აფეთქებით სამუშაოებთან დაკავშირებით სარფთან ცენტრალური გზა დროებით დაიკეტება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 119 კმ–ზე (სოფ. სარფთან) ჩამოშლილი გზისპირა კლდის ფერდის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, აფეთქებით სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც ცენტრალური გზა 15:00 სთ–იდან დაიკეტება. როგორც “ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოებისა და გზის გაწმენდის შემდეგ, გზა ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის დღესვე გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის 119 კმ–ზე (სოფ. სარფთან) არსებული კლდიდან, 2000 კუბური მეტრზე მეტი მოცულების მიწა–კლდის შვავი ჩამოვიდა, რომელმაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ ოპერატიულად განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გზაზე მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგა. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, დაზიანებული უბნის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გზის განაპირა ერთ ზოლზე. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები (სამთო ინჟინრები), რომლებიც კლდეზე დარჩენილი დაზიანებული კერის აფეთქების გზით ჩამოშლაზე მუშაობენ. პრობლემურ და მიმდებარე ტერიტორიაზე, საფრთხეების გამოვლენის მიზნით, კვლევით სამუშაოებს აწარმოებენ მოწვეული გეოლოგები. აღნიშნული კვლევის შედეგად კი კლდის ფერდზე ჩასატარებელი შემდგომი პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)