|
2016-04-14 11:49:54, 625 ნახვა
პოლიტიკა
დისკრიმინაცია, დაუსრულებელი გამოძიებები და მთავრობის შეუსაბამო მოქმედებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოში, ადამიანის უფლებების შესახებაა საუბარი. ანგარიშში საუბარი საქართველოს შესახებაცაა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია სიტყვის თავისუფლებაზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიის დონეზე და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. „2015 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენდა: ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის, ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები; მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულებაში, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა საქმეების შერჩევისას, საეჭვო სასამართლო დანიშვნები, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევებზე მთავრობის შეუსაბამო რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუსაბამო დაპატიმრებები; ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობის არასაკმარისი მცდელობები“, - ნათქვამია დოკუმენტში. მოხსენებაში საუბარია რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებაც. ასევე ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში არსებულ მდგომარეობაზე და ძალოვანთა მხრიდან კანონდარღვევებზე. „რუსმა მესაზღვრეებმა შეუზღუდეს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლება. მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლბებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ვინაიდან შეზრუდული წვდომაა ამ რეგიონებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია სხვა პრობლემებიც, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ ტელემაუწყებელზე, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური ოპოზიციიის წინააღმდეგ ძალადობა, კორუფცია. "არსებობს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაუსჯელი დარჩა, თუმცა, წლის განმავლობაში სახელმწიფოში მსგავსი შემთხვევების აღრიცხვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა," - წერია მოხსენებაში.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)