|
2016-04-14 11:02:37, 1068 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში გერმანული ლუდის "König Pilsener"- ის ახალი სახეობის წარმოება დაიწყო
საქართველოში გერმანული ლუდის "König Pilsener"- ის ახალი სახეობის წარმოება დაიწყო. ეს ლუდსახარში " ზედაზენის " და გერმანული კომპანია “Bitburger Braugruppe”- ს თანამშრომლობის მეორე ეტაპია. გერმანული ლუდის ინდუსტრიის ლიდერი მომხმარებელს შავ "კიონიგ პილსნერს" სთავაზობს. ,,ეს ქართული ლუდის ინდუსტრიისათვისაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა ასეთი დონის საერთაშორისო ლუდის ბრენდის ლიცენზირება ქართული კომპანიისათვის. რა თქმა უნდა, გერმანული მხარე მკაცრად აკონტროლებს მისი ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის ხარისხს და ადარებს მას დუისბურგში წარმოებულ ლუდს. სიამაყით გვავსებს ის ფაქტი, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც გერმანელი დეგუსტატორების შეფასება ლუდისა "König Pilsener" წარწერით MADE IN GEORGIA უფრო მაღალია, ვიდრე გერმანიაში წარმოებული "König Pilsener". რაც შეეხება შავი "König Pilsener"- ის წარმოებას ეს არის გერმანული შავი ლუდების აფსოლუტურად ახალი სეგმენტი“, - განაცხადა კომპანია ,,ზედაზენის’’ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა. ს.ს „ ქართული ლუდის კომპანიის “ კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი კახა პაიჭაძე აღნიშნავს, რომ "König Pilsener“ მუქი, ყველა სხვა ამ ტიპის ლუდისგან პირველ რიგში თავისი კლასით გამოირჩევა. მაღალი კლასი იგრძნობა ყველაფერში გარდა ფასისა: ფერი - კეთილშობილი მუქი ტონები, ქაფი - მუქი კრემისფერი, შუშხუნა, წვრილმარცვლოვანი. მისივე თქმით, სურნელში აღიქმება ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული რამდენიმე ნოსტალგიური არომატი - სოფლად გამომცხვარი რუხი პურის, გაზაფხულს ახლად - დაბარული შავმიწა ნიადაგის, ნედლი მუხის მერქანის და დილისკენ შეგრილებული ბუხრის. გემოში წინა პლანზე მოდის მიუნხენური ალაოს დელიკატური ნოტები, რომლებიც ნაზად ადნება გემოს რეცეპტორებს და ნელა მიილევა, შემდეგ მოდის კარამელისა და ნაღების გემოების მინიშნება, გვიჩნდება მუხის კასრში დაძველებული სასმელის აღქმა, ხოლო დასასრულისკენ მოდის კეთილშობილი სვიის ნაზი სიმწარე.’’ "König Pilsener “ - ი მუქი გაყიდვაში დღეიდან (14 აპრილიდან) გამოვა.
(R)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)