|
2016-04-14 10:58:33, 562 ნახვა
საზოგადოება
აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება
აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი მაისის ბოლოს გაიხსნება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს ახალ რუბრიკას - „ვიდეორეპორტაჟი“ სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან. უწყება ამჯერად, ჩქაროსნული გზატკეცილის აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობის ამსახველ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატით არის გადაღებული. „ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილის - 12 კილომეტრიანი - აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე კი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის დასრულება და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია. აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო“, - ნათქვამია განცხადებაში.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)