|
2016-04-14 10:40:09, 375 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს შეხვდა. როგორც ”ექსპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა მიმდინარე წლის მაისში გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისა და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენისთვის (2016-2019წწ), რომლის პრეზენტაციაც ტორბიორნ იაგლანდის თბილისში სტუმრობის დროს, 2016 წლის 9 მაისს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებზე, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მსგავსი განზრახვები, ისევე როგორც, სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. "ხელშეკრულებები" და მათი იმპლემენტაციის პროცესი, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ქმედებას. სამინისტროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტების თემაზე გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული მოხსენების პრაქტიკის გამო და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნების აუცილებლობას. მინისტრმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას. გენერალურმა მდივანმა, ტორბიონ იაგლანდმა მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში ქართულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად შედგება, წარმატებული იქნება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)