|
2016-04-13 13:48:28, 491 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ყველაზე კარგად ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო ცუდად - ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაა შეფასებული
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა სამინისტროებიდან ყველაზე კარგად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. სამინისტროს საქმიანობას 35% კარგად აფასებს, 13% კი ძალიან კარგად. ყველაზე ცუდად კი ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაა შეფასებული. სამინისტროების საქმიანობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: კერძოდ კითხვას ასეთი ფორმულირებით იყო დასმული: როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობას 35% კარგად აფასებს, 13% ძალიან კარგად, 34% საშუალოდ, 8% ცუდად, 1% ძალიან ცუდად, ხოლო 9%-მა არ იცის. იუსტიციის სამინისტრო საქმიანობას 24 % კარგად აფასებს, 3% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 16% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, ხოლო 12%-მა არ იცის. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობას 13% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 39% კარგად, 7% ცუდად, 1%ძალიან ცუდად, 38%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა. განათლების და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობას 21% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 42 % საშუალოდ, 15% ცუდად, 4% ძალიან ცუდად, არ ვიცი 17 %. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას კარგად 12% აფასებს, 1% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 10% ცუდად, 1% ძალიან ცუდად, 34%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე უარი განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას 13% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 39% საშუალოდ, 16% ძალიან ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 28%-მა არ იცის, 1%-მა უარი პასუხზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობას 11% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 36% საშუალოდ, 15% ცუდად, 2% ძალიან ცუდად, 35%-მა არ იცის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას 15% კარგად აფასებს, 1% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 19% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 20%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას 16 % კარგად აფასებს 1% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, 22 ცუდად, 5% ძალიან ცუდად, 14%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე უარი განაცხადა. იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობას კარგად 12% აფასებს, 1% ძალიან კარგად, 40% საშუალოდ, 19%% ცუდად, 4% ძალიან ცუდად, 23%-მა არ იცის, 1%-მა კი კითხვაზე უარი განაცხადა. ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობას კარგად 17% აფასებს, 2% ძალიან კარგად კარგად აფასებს, 39% საშუალოდ, 28% ცუდად, 7% ძალიან ცუდად, 7%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე უარი განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას კარგად 7% აფასებს, ძალიან კარგად 1%, 35% საშუალოდ, 21% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 33%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას კარგად 5% აფასებს, ძალიან კარგად 0%, 28% საშუალოდ, 41% ცუდად, 13% ძალიან ცუდად, 12%-მა არ იცის, 1%-მა კითხვას არ უპასუხა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)