20:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 11:50:58, 665 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ს კვლევა: არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 15%, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13% მისცემდა

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ  საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც იციან, ვის მისცემენ ხმას,  ამბობს, რომ მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდნენ.

კერძოდ, კითხვაზე-ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას,  გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ იცის, 15% აცხადებს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 13%-"ნაციონალურ მოძრაობას", 12%-უარს ამბობს გამოკითხვაზე,  6%-არც ერთ პარტიას  არ მისცემდა ხმას, ასევე 6%-"თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა ხმას, "ლეიბორისტული პარტიას"-4% მისცემდა ხმას,  "პატრიოტთა ალიანსს"-3%, დანარჩენი 4% სხვა პარტიებზე ნაწილდება: ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული  ოპოზიცია, თავისუფალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები, გირჩი,  საქართველოს გზა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics