|
2016-04-13 00:10:29, 423 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში
"ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში" - ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "არჩევანში" განაცხადა. "ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. დღეს ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში. ილუზიებში ნუ იქნებიან, საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად ვერ აიღებენ. ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, თუკი უბრალო უმრავლესობას მაინც აიღებენ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. მან იქვე აღნიშნა, რომ ის არ ენდობა NDI-ის კვლევას. ამიტომ პარტიულ რეიტინგებს, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, სერიოზულად არ მიიჩნევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)