|
2016-04-12 23:54:12, 413 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: NDI-მ რომ კვლევა აშშ-ში ჩაატაროს, შეიძლება უკმაყოფილოები იქაც იყვნენ
"NDI-მ რომ კვლევა აშშ-ში ჩაატაროს, შეიძლება უკმაყოფილოები იქაც იყვნენ" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ "არჩევანში" განაცხადა. "NDI-ის ამ კვლევებზე არ არის დამოკიდებული არც მთავრობის მუშაობა, არც ხელისუფლების ამოცანები და არც საზოგადოება არ არის ამაზე მიჯაჭვული. ძალიან კარგად იციან ამ კვლევების გარეშე, რა პრობლემები აქვთ ისივე, როგორც ხელისუფლებამ ნამდვილად კარგად იცის, რა აწუხებს დღეს ჩვენ მოსახლეობას. მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და მთავარი გამოწვევა ხელისუფლების, ეს არის უმუშევრობა, სიღარიბე და იმ სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ქვეყანაში დგას," - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)