15:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 13:53:48, 546 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თბილისში, კაიროს ქუჩაზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში,  21 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  დევნილ ოჯახებს ესტუმრა და მათი საცხოვრებელ პირობები ადგილზე მოინახულა.

უწყების ინფორმაციით, თბილისში, კაიროს ქუჩა N20-ში,  კერძო მესაკუთრის შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.  

სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგად, შენობის მესაკუთრემ  სს ,,ტრანსმშენმა" ობიექტს სრული რეაბილიტაცია  ჩაუტარა, რის შემდეგაც სამინისტრომ შენობა  შეისყიდა და იქ მცხოვრებ   დევნილ ოჯახებს  გადასცა.

რეაბილიტაციის მიმდინარეობისას კომპანია დევნილებს ქირით უზრუნველყოფდა.

კაიროს ქ. N20-ში არსებული საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახს უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქართველი მენაშენეებისაგან  თბილისში სულ 431 ბინა შეისყიდა.  აქედან  231 ბინა დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ,  დარჩენილი 200 ბინა კი 2016 წელს განაწილდება.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics