|
2016-04-11 19:13:16, 606 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ მწვანე კონცხზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ამ ეტაპისთვის კონცხის ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან მისასვლელი გზის, ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების, ასევე მცოცავი გრუნტის გამაგრებას ითვალისწინებს. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი სკვერის და მახინჯაურის სანაპირო ზოლის 800 მეტრი სიგრძის პლაჟის კეთილმოწყობა. ნავმისადგომად გადაკეთდება ზღვაში შეჭრილი 150 მეტრი სიგრძის პირსი, რომელზეც იატაკი დაიგება და მოაჯირები გაუკეთდება. მწვანე კონცხზე მდებარე სავაჭრო და კვების ობიექტებს დაევალათ თავიანთი ობიექტების მოდერნიზება და კეთილმოწყობა. სამუშაოების მონახულებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და სთხოვა, რომ აუცილებლად გაეთვალისწინებინათ შეზღუდული უნარების მქონე მოქალაქეთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისა და მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტის დაცვის ყველა ნიუანსი. არსებულ ობიექტებზე, სადაც 20 სხვადასხვა სიმძიმისა და სახეობის ტექნიკა მუშაობს, 200 ადგილობრივია დასაქმებული. სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005" და შპს"გზები" ახორციელებს. სატენდერო პირობების თანახმად 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია „მონოლითი 2005" წარმომადგენლის თქმით ყველაფერი 1 თვით ადრე ჩაბარდება.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)