|
2016-04-11 18:42:20, 463 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაფართოვებას სთხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა მზარდი რაოდენობის გამო, შვეიცარიას საქართველოში საკონსულო შტატის გაფართოვებას სთხოვს. როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ოფიციალურ მოსკოვს სურს, საკონსულოს თანამშრომლების რიცხვი გაზარდოს. "განვიხილეთ საკითხები, დაკავშირებული იმ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციასთან, რომელსაც შვეიცარია ასრულებს. ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, ჩვენთან კი საქართველოს ინტერესებს. მადლობა გადავუხადე შვეიცარიელ კოლეგას ამ მანდატის მუდმივად კეთილსინდისიერად და ეფექტურად შესრულებისთვის, ასევე იმის გამო, რომ ჟენევაა მასპინძელი კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე დისკუსიების. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები" - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისივე თქმით, მოსკოვი საქართველოში ყველა სახის ვიზებს გასცემს, გარდა ტურისტულისა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)