|
2016-04-11 18:34:25, 527 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. ხელისუფლება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ Tass იუწყება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის თქმით, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რეფერენდუმის ჩატარება მიმდინარე წლის აგვისტომდე იგეგმება. „ჩვენ უკვე განვიხილავთ თარიღს. კონკრეტულად, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ვგეგმავთ, რომ აგვისტომდე ჩატარდეს რეფერენდუმი“, - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა. მისი განმარტებით, ე.წ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს. როგორც თიბილოვმა აღნიშნა, რუსეთისგან სწრაფ რეაგირებას არ ელოდება. თიბილოვის თქმით, ის 100% დადებით შედეგებშია დარწმუნებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)