|
2016-04-11 18:23:26, 570 ნახვა
პოლიტიკა
"ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ახალი ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში დაინიშნება
სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს" ახალი ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში ეყოლება. როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი დირექტორი კონკურსის შედეგად დაინიშნება, მანამდე კი, საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობას თამარ მედულაშვილი ასრულებს. მათივე ინფორმაციით, "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ და მისმა მოადგილე თამარ მედულაშვილმა თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს. "ჩვენთან კონკურსი იყო გამოცხადებული. შედეგები ამ დღეებში გახდება ცნობილი. ელენე გოცაძე და თამარ მედულაშვილი საკუთარი განცხადებების საფუძველზე წავიდნენ სხვა სამსახურში. ამ წუთას დირექტორის მოვალეობას თამუნა მედულაშვილი ასრულებს. იმედია, ამ დღეებში დაინიშნება ახალი დირექტორი კონკურსის შედეგად. მოადგილის საკითხს დირექტორი თვითონ გადაწყვეტს. ხვალ, ალბათ, კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება", - აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)