17:54 - 07 Jul, 2026
|
2016-04-11 12:14:43, 375 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 72%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანს. კითხვაზე- ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს, გამოკითხულთა 72%-მა განაცხადა, რომ ეთანხმება, 18% არ ეთანხმება, 10% კი ამბობს, რომ არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)