|
2016-04-11 11:40:27, 464 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის - 39%-ის აზრით საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამიკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 20%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა. საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)