|
2016-04-09 15:14:47, 678 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რომის პაპი სექტემბერში ეწვევა
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. "უპირველეს ყოვლისა, რომის პაპის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც როგორც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოში მოწვევა ასევე გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას. აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაკათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში", - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ. მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)