|
2016-04-09 14:49:20, 801 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სპეციალური სამთო წვრთნები გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მა თანამშრომელმა საბაზისო სამთო მომზადების წვრთნები დაბა გუდაურში გაიარა. შსს-ს ინფორმაციით, ზამთრის 3 კვირიანი ტრენინგი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რთულ, თოვლიან და მთიან რელიეფზე გადაადგილება, მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში ღამისთევა, თავშესაფრების და თოვლის სახლ „იგლუ“-ს მოწყობა შეისწავლეს. წვრთნების მონაწილეები, ასევე, კრიტიკულ სიტუაციაში ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და დაშავებულის საკაცით ევაკუაციის მეთოდებს დაეუფლნენ და სამთო-სათხილამურო პროფესიონალური უნარ-ჩვევები აითვისეს. მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)