|
2016-04-08 19:39:22, 533 ნახვა
საზოგადოება
ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამით, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი დასრულებულია. თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 43-ვე მებრძოლი იდენტიფიცირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)