|
2016-04-08 16:57:50, 398 ნახვა
პოლიტიკა
გაბაშვილი: ვაჟა ლელუაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო
ვაჟა ლელუაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის დაკავების ფაქტს. გაბაშვილის განცხადებით, პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა. „მიმდინარე ვიდეოშანტაჟსა და კადრების გავრცელებაზე არაფერი ითქვა, არადა ზედაპირზე დევს პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებიდან იმეორებენ იგივე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟში არის. ვაჟა ლელუაშვილი 2012 წლიდან დაპატიმრების შიშით ქართულ ოცნებასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო გარდაბანში არჩევნებზე. 2013 წელს ის პირადად ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების მხარეს ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეში", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)