|
2016-04-08 16:40:44, 420 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ოპონენტების განცხადებები საარჩევნო ბარიერებთან დაკავშირებით სასაცილოა
ოპონენტების განცხადებები საარჩევნო ბარიერებთან დაკავშირებით სასაცილოა, - ასე შეაფასა ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადება, რომლის თანახმადაც, ”ქართულ ოცნებას” არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვს. ”სასაცილოა ოპონენეტების ეს განცხადებები. ”ქართული ოცნება” არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობა და შანსი, რომ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგოს”, - აღნიშნა კალაძემ. რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ის ამაყობს იმ წინსვლით, რომელიც ქვეყანამ და კერძოდ ენერგეტიკამ მიაღწია. "არ შეიძლება ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის მტავრობასაც", - აღნიშნა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეასრულა პარტიამ საარჩევნო დაპირებები, პროცენტული მაჩვენებლის დასახელებისგან ვიცე-პრემიერმა თავი შეიკავა პასუხისგან.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)