13:27 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 11:43:49, 580 ნახვა

საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზემო ფონიჭალაში ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 440 მეტრი სიგრძის ქუჩაზე უკვე განხორციელდა დაზიანებული ასფალტის ფრეზირება და მოიჭრა დაზიანებული გრუნტი. ამჟამად, მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით გზის საფუძვლის მოწყობა.   

უწყების ინფორმაციით, საფუძვლის მოწყობის შემდეგ, გზაზე დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაშენდება ბეტონის კიუვეტები; მოეწყობა ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები.

ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული.

ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია წელს, თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდება. შედეგად, ქუჩაზე მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული იქნება, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე - მძღოლებისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics