|
2016-04-08 11:21:00, 811 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მოქალაქე გოდერძი ბუთხუძე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რის სანაცვლოდაც, გასამრჯელოს სახით მიიღო გასაღებული თანხის ოდენობის 25 პროცენტი. მათივე ინფორმაციით, ყალბი კუპიურები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და მოქალაქისათვის მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის გასაღება მოხდა ბრალდებულის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 7 დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)