|
2016-04-07 11:29:53, 534 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად დიდუბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. დავით ნარმანია ფოთის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. უკვე დასრულდა ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. მერიის ინფორმაციით, ფოთის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს დამწვარი სახლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს გადახურვა და კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემონტდება საცხოვრებელი ფართები. „დიდუბის რაიონში ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის თვალსაზრისით. კეთდება უბნებში საერთო სარგებლობის გზები, საბავშვო მოედნები, წესრიგდება ეზოები. ყველაფერი კეთდება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. დავით ნარმანია ასევე ევდოშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც 3500 კვადრატული მეტრი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო დიღმის მასივის მე-3 კვარტალში და ახმეტელის ქუჩაზე. დიღმის მასივის მე-3 კვარტალში 4000 კვმ გზის რეაბილიტაცია კაპიტალურად მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე, ბორდიურები და ტროტუარი. ახმეტელის ქუჩაზე გაკეთდა ბაზალტის ბორდიურები და ტროტუარი.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)