12:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 18:07:42, 669 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს ბანკის და BP–ის მხარდაჭერით, „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, თბილისში  16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველებაში კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად 9 მაისს, ლონდონში გაემგზავრება

საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობისთვის სულ შერჩეული იყო 9 ახალგაზრდა – თბილისის სხვა და სხვა საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი. კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ 5 წუთიანი გამოსვლა თემაზე: “ყველაზე ადვილად ადამიანები თმობენ ძალაუფლებას, მაშინ როცა თვლიან, რომ ის მათ გააჩნიათ“.

კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელშიც შედიან: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, ESU საქართველოს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი.

საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 19 წელია ტარდება და 34-მა ქართველმა ახალგაზრდა უკვე მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

 

(R)                                            

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics