04:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 17:12:07, 908 ნახვა

სამხედრო
დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთელთა გუნდი "ძლიერთა თამაშებისთვის" ემზადება

თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთელთა გუნდი 2016 წლის "ძლიერთა თამაშებში" მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება.

სამინისტროს ინფორმაციით, მზადების პროცესში სხვადასხვა გუნდთან ამხანაგური შეხვედრები სამინისტროს სპორტულ კომპლექსში იმართება. ამჯერად ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. თამაში დაჭრილი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა.

"ძლიერთა თამაშები" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით ტარდება.

„ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე, მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებმაც ადამიანთა კეთილდღეობისთვის მსხვერპლი გაიღეს, დაშავდნენ ბრძოლებსა თუ სამშვიდობო მისიებში“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

„ძლიერთა თამაშები“ წელს მაისში აშშ-ში გაიმართება. სპორტულ ღონისძიებას ფლორიდის ქალაქი ორლანდო უმასპინძლებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics