|
2016-04-06 15:56:13, 438 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: რა ფოკუსებიც არ უნდა მოიფიქრონ, "ქართული ოცნება" არჩევნებს წააგებს
არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებების ძალაში 8 აგვისტოს შესვლას საპარლამენტო ოპოზიციაში აკრიტიკებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ გადაწყვეტილებას აბსურდს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათი პარტია გაიმარჯვებს. "დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის, რომ ქვეყანაში დადგება 8 ოქტომბერი 8 აგვისტოს უნდა გავიგოთ, ეს არის მორიგი აბსურდი, რომელშიც "ქართული ოცნება" ცდილობს ჩვენი საზოგადოება შეიყვანოს. რაც არ უნდა ფოკუსები მოიფიქრონ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, რაც არ უნდა სისულელე გამოაქვეყნონ, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს წააგებს. ვურჩევ თავი დაანებონ ასეთი ტიპის ფოკუსებს, ხალხის და პოლიტიკური პარტიების მოტყუებას და ნორმალურ თანაბარ, მშვიდ არჩევნებში გადააბარონ ხელისუფლება მომავალ გამარჯვებულს, რომელიც დარწმუნებული ვარ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება",- განაცხადა დავით ბაქრაძემ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილიც აკრიტიკებს. "ხელისუფლებას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს ბიუჯეტში ხელები კიდევ აფათუროს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)