|
2016-04-06 15:15:32, 453 ნახვა
პოლიტიკა
კორნელი კაკაჩია: „რესპუბლიკელები“ გარკვეულ კონკურენციაში შედიან „თავისუფალ დემოკრატებთან“
„ქართული ოცნების“ გარდა კოალიციის ყველა სუბიექტს გაუჭირდება ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თსუ-ის პროფესორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ განუცხადა. კაკაჩიას შეფასებით, კოალიციაში შემავალი პარტიებიდან „ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შანსი „რესპუბლიკელებს“ აქვთ. დანარჩენი პარტიების შანსი მინიმალურია თუ ისინი არჩევნებზე გამოსვლას დამოუკიდებლად გადაწყვეტენ. მისივე თქმით, არჩევნებზე „რესპუბლიკელები“ გარკვეულ კონკურენციაში შედიან „თავისუფალი დემოკრატებთან“ , ვინაიდან ორივე პარტია ლიბერალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული და შესაბამისად ერთი და იგივე სეგმენტის ამომრჩეველიც ჰყავს. „კოალიციის სუბიექტებს დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. პარტია „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი შანსი აქვს. კოალიციის დანარჩენ სუბიექტებს, მათ შორის „რესპუბლიკელებსაც“ არ აქვთ გარანტია, რომ პარლამენტში მოხვდებიან. თუ „რესპუბლიკელები“ დამოუკიდებლად იყრიან კენჭს ისინი გარკვეულ კონკურენციაში შედიან „თავისუფალ დემოკრატებთან“, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე პარტია ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტიაა და ორივე პარტიას მეტ-ნაკლებად ამომრჩეველთა ერთი და იგივე სეგმენტი ჰყავს. „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ. აქედან გამომდინარე ეს არჩევნები სერიოზული გამოწვევა იქნება „რესპუბლიკელებისთვის“. კოალიციის დანარჩენ სუბიექტებს რაც შეეხება თუ ისინი რომელიმე ბლოკში არ გაერთიანდნენ მათი შანსი მინიმალურია“, - განუცხადა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)