23:15 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-25 18:21:01, 304 ნახვა

საზოგადოება
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ

ევროპის მოედანზე "რიყის დოქების" დემონტაჟი დაიწყეს - ადგილზე მძიმე ტექნიკა და ათობით მუშახელია მობილიზებული.

ცნობილი იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუკსასის ნამუშევარს რკინის კონსტრუქცია უკვე მოაშორეს. 

ფასადიდან ჩამოღებულ მასალას ერთ ადგილას ასაწყობებენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანაზე გადააქვთ. 

"პირველების" გადამღები ჯგუფი ცდილობს დემონატაჟის პროცესი გადაიღოს, მაგრამ დასაქმებულები კადრების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. ოპერატორი რკინის ღობის მიღმა გაუშვეს, ჟურნალისტი კი შიდა ტერირტორიაზე ჩაკეტებს.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, დასაქმებულებიდან არცერთი ქართულად მოსაუბრე არაა. სავარაუდოდ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ "რიყის დოქების" დანგრევაზე თანხმობა გასცა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, "რიყე დომ" 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics