04:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 17:49:37, 844 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს ტედ ვაითსაიდს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის სტრატეგიული კომუნიკაციები წარმოადგენდა.
„ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი კონფერენცია ორმხრივი შეხვედრების გამართვისთვის. ვისაუბრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე და იმ ეფექტიან გზებზე, რომლითაც საქართველოს და ნატოს შეუძლიათ კიდევ უფრო წარმატებულად, სისტემურად და დაგეგმილად, წინასწარ განჭვრეტადი გახადონ სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც წევრი ქვეყნების შიგნით, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე და საერთაშორისო დონეზე. შესაძლებლობები საკმაოდ ბევრია. მთავარია, ინსტიტუციური სისტემა, რომელიც ახლა ინერგება უფრო კარგად მოეწყოს. მასზე უნდა დავაშენოთ უკვე რეალური ქმედითი ნაბიჯები, რომლითაც დავუპირისპირდებით პროპაგანდას და იმ ზემოქმედების მექანიზმებს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება, მეორე მხრივ, კი უნდა შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. ასეთი ტიპის შეხვედრები, რა თქმა უნდა, არის დასაწყისი კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორციელებისთვის “, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე ტედ ვაითსაიდი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში.

ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics