10:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 12:10:49, 650 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის

"საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი მესამე სახელწმიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის", - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

მისივე შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში თუკი რაიმე დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ამის მიზეზი საქართველოში მყოფი საოკუპაციო ჯარია. 

"რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვანია, რომ  თუკი სამხრეთ კავკასიაში რაიმე დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ამის მიზეზი არის საოკუპაციო ჯარი, რომელიც საქართველოში დგას. მეორე საკითხი, რაც შეეხება ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, მიმართული არ არის მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ",- აღნიშნა ბაქრაძემ. 

მინისტრის თქმით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი იხსნება და არა სამხედრო ბაზა.

"რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით განსაზღვრულია საქართველოში შემდგომი ღონისძიებები, რომელიც რა თქმა უნდა  გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აქ საუბარი არ არის სამხედრო ბაზაზე, იგეგმება ჩვეულებრივი ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახნსა, რომელიც იქნება სამხედროების წვრთნების ცენტრი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩასათრევად“  პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი საპასუხოდ  მზადაა შესაბამის ზომებს მიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics