|
2016-04-05 10:35:38, 402 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველო ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა სომხეთს და აზერბაიჯანს დაძაბულობის მშვიდობიანად დასრულებისაკენ მოუწოდა. „დღეს მე ხაზგასმით მინდა მოვუწოდო, კავკასიის რეგიონში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიტვირთოს ის გარემო, რომელიც სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია აქედან და მაქსიმალურად დიპლომატიური ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობისა და კონფლიქტის ნეიტრალიზება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კოორდინაციაშია და კონსულტაციებს გადის როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო მისიებთან. „არ ვაკლებთ ძალისხმევას იმას, რომ საქართველომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში ვითარების დეესკალაციას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)