|
2026-06-23 15:01:14, 1283 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
24 ივნისს ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა იმართება, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის. ამის შესახებ კომენტარი მედიასთან ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების მიმართულებით და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ, ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ. თქვენ იცით, რომ,მაგალითად, რუსეთის ფედერაცია და კიდევ 4 სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ნუ ეს მათი საქმეა, ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების პოლიტიკას. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ბუნებრივია ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე… ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით. ჩვენი ამოცანაა, ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა. მე მგონი, ძალიან დაახლოვდნენ, უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი სულისკვეთებით, იმ საბჭოური მიდგომებით, რომლითაც ისინი მუშაობენ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ. ევროპარლამენტის პრესსამსახურმა „ევროსკოპს” განუცხადა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის. ევროპარლამენტში შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების ქვეყნების ეროვნული პარლამენტების 50-ზე მეტი წევრი დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)