|
2026-06-23 12:25:30, 925 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა. „ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან ჩვენს ქვეყანაში გააღვივოს სიძულვილი და აგრესია. ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალშიც სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო. სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)