05:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 12:08:13, 696 ნახვა

ეკონომიკა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა

Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City AM წერს. 

გამოცემის თანახმად, P&G TV იმედთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტელევიზია დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა და რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდისტულ პლატფორმად გამოცხადდა.

City AM-ის სტატიის მიხედვით, Procter & Gamble, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Gillette და Pampers, „იმედზე“ რეკლამას მას შემდეგაც ათავსებდა, რაც ტელეკომპანია 2026 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში მოხვდა.

გამოცემის ინფორმაციით, Procter & Gamble-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელისა და უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების საფუძველზე, ფირმამ ორშაბათს აღნიშნულ მედიაკომპანიასთან ბიზნეს ურთიერთობა შეწყვიტა.

ცნობილია, რომ ანალოგიური შიდა შემოწმება დაიწყო  Nestlé-მაც.

ცნობისთვის, 2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოში მოქმედი სახელისუფლებო ტელევიზიები „ტელეიმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.  სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics