|
2026-06-19 10:02:15, 1025 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ავსტრალიის მთავრობა უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ 2025 წლის დეკემბერში PURL-ის ფარგლებში 50 მილიონი დოლარის ვალდებულების შემდეგ, კანბერა მომდევნო 12 თვის განმავლობაში კიდევ ორ დამატებით 50 მილიონი დოლარის შენატანს განახორციელებს. ამრიგად, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ავსტრალიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. „უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ასევე მნიშვნელოვანია ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ავსტრალიამ შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ის საკუთარი პირობებით მშვიდობას არ მიაღწევს“, - განაცხადა ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა მარლესმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)