|
2016-04-04 16:51:27, 417 ნახვა
პოლიტიკა
დავით ჯალაღანიამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო
საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუვალ ფუქსი და ისრაელის პოლიტიკური კვლევის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის ბიუროს უფროსი, ამირ ვაისსბროდი მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალურისაკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მკვეთრად გააქტიურებულ ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით და გამოითქვამზადყოფნა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამასთან, აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიური დინამიკა და დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო უსაფრთხოების გარემოზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)