07:24 - 29 Jun, 2026
|
2026-06-11 12:11:41, 1214 ნახვა
სამართალი
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
შსს-ს ცნობით, რუსთავში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადა. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამართალდამცველების მიერ გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.". - წერია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)