|
2026-06-10 14:43:16, 1329 ნახვა
საზოგადოება
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და საქართველოში არსებული სხვა ცენტრალური მაგისტრალები ფასიან გზებად არ გადაკეთდება. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტმა განაცხადა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება მხოლოდ პროექტის დროული და ხარისხიანი დასრულების აუცილებლობას უკავშირდება. დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს, თუმცა ეს ყოვლისმომცველ ანალიზს მოითხოვს. „ამჟამად, საერთაშორისო და შიდა გზებით სარგებლობა საქართველოს მოსახლეობისთვის უფასოა და ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. <…> მოვუწოდებთ მედიას, საჯაროდ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას, გადაამოწმონ შესაბამისი უწყებების ოფიციალური პოზიცია და საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ“, - მოუწოდა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)