08:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 22:44:27, 5394 ნახვა

საზოგადოება
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს

 სამტრედიაში ორდღიანი სამძებრო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. 26 მაისს დაკარგული მწყემსი, სერგო სტურუა, მაშველებმა სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია „მთავარ ამბებს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს.

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ. დაკარგულის საპოვნელად კოორდინირებულად მუშაობდნენ: სამტრედიის სამაშველო ჯგუფი, ჯიხაიშის სამაშველო ჯგუფი, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ინტენსიური ძებნის შედეგად, მაშველებმა სერგო სტურუას ცხედარი მდინარეში დღეს, 28 მაისს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics